
ჩვენ შესახებ
მოგზაურობა,
როგორც ხელოვნება
Travel Art შეიქმნა იდეით, რომ მოგზაურობა მხოლოდ ახალი ადგილების მონახულება არ არის — ეს არის ისტორიის, კულტურის, ადამიანებისა და ადგილობრივი გემოების აღმოჩენის ხელოვნება.
ჩვენთვის, თითოეული მოგზაურობა უნიკალური გამოცდილებაა. ემოციებით, ამბებითა და შთაბეჭდილებებით შექმნილი ერთგვარი ხელოვნების ნიმუში. Travel Art-ში თითოეული მოგზაურობა გააზრებულად შექმნილი გამოცდილებაა — მარშრუტი, რომელიც აერთიანებს ისტორიას, კულტურას, ადგილობრივ გემოებსა და ადამიანებს და საქართველოს ნაცნობ თუ ნაკლებად ცნობილ ადგილებს განსხვავებული პერსპექტივით გვაჩვენებს.

მისია
ჩვენი მისიაა, მოგზაურებს საქართველო ავთენტურად, შინაარსიანად და ემოციურად გავაცნოთ. გვინდა, თითოეული სტუმარი არა მხოლოდ ლამაზი ფოტოებით, არამედ აღმოჩენილი ისტორიებით, ახალი ურთიერთობებითა და იმ განცდით დაბრუნდეს, რომ ნამდვილი საქართველო შეიგრძნო.
ხედვა
Travel Art-ის ხედვაა, გახდეს სანდო და გამორჩეული ქართული ტურისტული ბრენდი, ცნობილი, მაღალი ხარისხის, კულტურულად მდიდარი და ინდივიდუალურად შექმნილი მოგზაურობებით.
ჩვენი ღირებულებები
პრემიუმ გამოცდილება
Travel Art მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ტურებს, არამედ უმაღლესი ხარისხის, დეტალებზე ორიენტირებულ სამოგზაურო გამოცდილებას, სადაც თითოეული მარშრუტი კომფორტის, ესთეტიკისა და მაღალი სტანდარტების დაცვით არის დაგეგმილი.
ავთენტურობა და აღმოჩენა
ჩვენი მიზანია მოგზაურებს გავაცნოთ საქართველოს ნამდვილი სახე: მისი ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ადამიანები და ის უნიკალური დეტალები, რომლებიც ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის.
კომფორტი და ხარისხი
ყველა ტური დაგეგმილია ისე, რომ მომხმარებელმა მიიღოს უსაფრთხო, კომფორტული და სრულყოფილად ორგანიზებული გამოცდილება, სადაც ყურადღება ექცევა თითოეულ დეტალს.
ინდივიდუალური მიდგომა
Travel Art ქმნის სხვადასხვა ინტერესსა და საჭიროებაზე მორგებულ გამოცდილებებს, რათა თითოეული მოგზაურობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოლოდინსა და ინტერესებს.
მრავალფეროვნება
Travel Art გთავაზობთ ნებისმიერ ინტერესზე, ასაკსა და ინტერესთა ჯგუფზე მორგებულ მრავალფეროვან ინდივიდუალურ ტურებს, ასევე სპეციალურ B2B ტურისტულ გადაწყვეტილებებს სასტუმროების, HORECA სექტორისა და კორპორატიული პარტნიორებისთვის.
შთაგონება და ემოციური კავშირი
Travel Art ქმნის მოგზაურობებს, რომლებიც სცდება ჩვეულებრივ ტურისტულ გამოცდილებას, ტოვებს ემოციებს, მოგონებებს და საქართველოსთან განსაკუთრებულ კავშირს.
პროფესიონალიზმი და სანდოობა
გამოცდილი გუნდი, სანდო პარტნიორები და ხარისხიანი მომსახურება უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოგზაურობა პროფესიონალურად ორგანიზებული და დაუვიწყარი იყოს.
უსაფრთხოება
Travel Art უზრუნველყოფს მოგზაურობის ყველა ეტაპის უსაფრთხო და გამართულ ორგანიზებას — სანდო პარტნიორების, პროფესიონალი გიდებისა და მძღოლების შერჩევიდან დაწყებული, მარშრუტის დაგეგმვითა და მოგზაურობის პროცესის მუდმივი მხარდაჭერით დასრულებული.
ტურები
აღმოაჩინე საქართველო
ახალი პერსპექტივიდან

ჩვენ არ ვქმნით
მხოლოდ მარშრუტებს
ისტორიული, კულტურული და ეთნოგრაფიული ტურები
გასტრონომიული და ღვინის ტურები
სათავგადასავლო და ბუნებაზე ორიენტირებული მოგზაურობები
კორპორატიული ტურები
Blind ტურები
ჩვენი გუნდი
მარიამ ხეთაგური
აღმასრულებელი დირექტორი
გოგა მგელაძე
ლოგისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საბა მგელაძე
ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შეთავაზება
მიიღე 5%-იანი ფასდაკლება პირველ ტურზე
შეავსეთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თანხმობის ფორმა და მიიღე 5%-იანი ფასდაკლება პირველ ტურზე
დაგეგმე შენი მოგზაურობა
მოგვიყევით,
რას ეძებთ
დატოვეთ თქვენი მონაცემები და ჩვენ დაგიკავშირდებით — მარშრუტს თქვენს ინტერესებზე, თარიღსა და ჯგუფის ზომაზე მოვარგებთ.