შემოგვიერთდი Travel Art-ის ლეჩხუმურ მოგზაურობაში!
Travel Art-ის ლეჩხუმის ორდღიანი მარშრუტი ლაილაშს, ღვირიშის ჩანჩქერს, ზანდურის სახლს, ხვამლსა და ქულბაქის მწვანე ტბას აერთიანებს.
Travel Art-ის ლეჩხუმის ორდღიანი მარშრუტი ლაილაშს, ღვირიშის ჩანჩქერს, ზანდურის სახლს, ხვამლსა და ქულბაქის მწვანე ტბას აერთიანებს. ეს საშუალებას გვაძლევს, ბუნების დათვალიერებას კულინარიული გამოცდილებაც შევუხამოთ და ადგილობრივ მასპინძლებთან ურთიერთობისთვისაც დაგვრჩეს დრო.
ლაილაშში ყველაზე მეტად ცნობილი აუზი და მის მიღმა გადაშლილი მთების პანორამა იზიდავს მოგზაურებს. წყლის ზედაპირი, მთების კონტურები და ღია სივრცე შთამბეჭდავ ხედს ქმნის. აქ შეჩერება სოფლის გარემოს გასაცნობადაც ღირს. აუზისკენ მიმავალი გზაზე ფერდობზე შეფენილი ლეჩხუმური ოდები იტაცებს თვალს.
ღვირიშის ჩანჩქერის პანორამულ გადასახედთან ლეჩხუმის რელიეფს სხვა მხრიდან დაინახავ. კლდოვანი ხეობა აქაურობას განსაკუთრებულ იერს აძლევს. გადასახედი კარგი ადგილია პეიზაჟის გადასაღებად და გზის შემდეგ ცოტა ხნით შესასვენებლად.
ლეჩხუმის გემოებს ზანდურის სახლში აღმოვაჩენთ, სადაც ჩვენი შესანიშნავი მასპინძელი, მანონი ახვლედიანი კულინარიული მასტერკლასის მეშვეობით, გაგვაცნობს რეგიონს.
ღამეს ლეჩხუმში გავავატარებთ, მეორე დღეს კი ხვამლისკენ ვაგრძელებთ გზას.
ხვამლი თავისი კლდოვანი მასივითა და მასთან დაკავშირებული ლეგენდებით, გამორჩეულ ინტერესს იწვევს. ხვამლზე ვიზიტი სეზონის, ამინდისა და ჯგუფის შესაძლებლობების გათვალისწინებით იგეგმება.
მოგზაურობის ბოლო გაჩერება ქულბაქის მწვანე ტბაა. ტყიანი ფერდობებით გარშემორტყმულ წყალში გარემოს ფერები ირეკლება; შემოდგომაზე მწვანეს ოქროსფერი და მოყვითალო ტონებიც ემატება. მთაში გატარებული დროის შემდეგ აქ გასეირნება და წყლის პირას დასვენება განსაკუთრებით სასიამოვნოა.
შემოგვიერთდი Travel Art-ის ლეჩხუმურ მოგზაურობაში და მოინახულე რეგიონის გამორჩეული ადგილები. გაიცანი ადამიანები, რომლებიც ამ მხარის ტრადიციებს აგრძელებენ.