მესხეთის ისტორიული საგანძური, რომელიც აუცილებლად უნდა იხილოთ!
მესხეთის გაცნობა კლდოვანი ხეობებით, მაღლობებზე წამომდგარი ციხეებითა და ქვის ძველი სახლებით იწყება.
მესხეთის გაცნობა კლდოვანი ხეობებით, მაღლობებზე წამომდგარი ციხეებითა და ქვის ძველი სახლებით იწყება. ყოველივე ეს ამ მხარის მკაცრ იერს ქმნის. სოფლებში სტუმრობისას კი სხვა მესხეთსაც აღმოაჩენ - თბილსა და შინაურულს, სადაც მასპინძელი თავის მომზადებულ ნუგბარს გაგასინჯებს და გიამბობს წარსულის დავიწყებულ ისტორიებს.
აქაურობის ხასიათი არქიტექტურაშიც იგრძნობა და სამზარეულოშიც. როგორ აშენებდნენ სახლს, როგრ იცავდნენ თავს მტრისგან, როგორ ინახავდნენ ზამთრის მარაგს. ამ ამბების მოსმენით თანდათან ეცნობი ადამიანებს, რომლებმაც მესხეთის ტრადიციები დღემდე მოიტანეს.
საროში ციკლოპური ნაგებობების უზარმაზარ ლოდებთან დგომისას მათი ზომა განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ძველი მესხური სახლები კი სხვა დეტალებით გამახსოვრდება - ხის გადახურვით, კერითა და სივრცის მოწყობით.
ხერთვისთან მისვლისას პირველად ციხის მდებარეობა იქცევს ყურადღებას. მტკვრისა და ფარავნის შესართავთან აღმართული ნაგებობა თითქოს კლდის გაგრძელებაა. ქვემოთ მდინარეები მიედინება, ზემოთ ციხის კედლებია, შენ კი ცდილობ წარმოიდგინო, რამდენი რამ უნახავს ამ ადგილს.
შემდეგ მასპინძლებთან შეხვედრის დრო დგება. აგემოვნებ მესხურ ნუგბარს, მონაწილეობას იღებ მესხური კერძების მასტერკლასში და დღეს ტრადიციული ვახშმით ასრულებ, სადაც მესხეთის ნამდვილ გემოს აღმოაჩენ.
Travel Art-თან ერთად მესხეთს მისი ისტორიით, ადამიანებითა და გემოებით გაიცნობ. შემოუერთდი ჩვენს ტურებს - ერთად გავიგოთ მესხეთის ნამდვილი გემო!